TaoNews.Ge

“ჩამშვებები არიან და მიიღებენ იმას, რასაც ერისკაცობაში მიიღებდნენ” – მეუფე იაკობი ამბოხებულ სასულიერო პირებზე

მეუფე იაკობი სუს-ის ფაილებზე: ნებისმიერი მისმენდეს, მიყურებდეს, პრობლემა არ მაქვს

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი სასულიერო პირების შესახებ, სავარაუდოდ, სუს-ის საიდუმლო ფაილების გავრცელებაზე ამბობს, რომ პრობლემად არ მიაჩნია, მას თუ უსმენენ და უთვალთვალებენ.

“ვინც ჩამომითვალეს, ყველას ვიცნობ და მასეთი რამე გამორიცხული მგონია. ვიღაცა შეიძლება, რაღაცა ჭორს აგორებდეს, არ ვიცი.

მე არ მაღელვებს, მისმენდნენ. ჩემები კი არა, ნებისმიერი მისმენდეს, მიყურებდეს, პრობლემა არ მაქვს, იმიტომ, რომ მთავარია ღმერთი მიყურებს, ვიცი. პირადად მე თუ მიყურეს და მითვალთვალეს, პრობლემად არ მიმაჩნია”, – თქვა მან.

მისივე განცხადებით, არ ჰგონია, რომ ფაილები სუს-მა გაავრცელა.

“სუს-ის თანამშრომელი თუ არის, მაგი ისეთი სამსახურია, სუს-ის თანამშრომელი მასეთ რამეს არ ავრცელებს”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

რაც შეეხება კითხვას, ვისზე აქვს ეჭვი, ის ასე პასუხობს:

“მაგალითად პოლიტიკური პარტიების იმიდან, არეულობა უნდათ და ეკლესიაში მაგით არეულობას ვერ შემოიტანენ”.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!