TaoNews.Ge

მეუფე იაკობი – „მელია  ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი“

მეუფე იაკობი – „მელია ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი“

მეუფე იაკობმა ხირსის მონასტერში  ნიკა მელიას დაკავების შესახებ  განაცხადა.

„დაიჭირეს მელია, თუ დაჭერა უნდოდათ ძალიან ბევრჯერ შეეძლოთ დაჭერა, დიდი ხანი გავიდა 20 ივნისის მერეც, სამაჯური რომ მოისროლა იმის მერეც, ოპოზიცია იმაზე მიდიოდა, რაც მეტ შეცდომას დაუშვებს ხელისუფლება მთავარია უცხოეთში დასაყრდენი ეპოვნათ. სინამდვილეში ჩვენს ქვეყანაში დასაყრდერნი გაერთიანებულ ოპოზიციასაც არ აქვს.

ოპოზიციის გარკვეულ ძალებზე ხალხი ისე არის განწყობილი 20 ივნისსაც კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რომ არ მისულიყო ახალგაზრდების აქციაზე, მე ვფიქრობ, საქართველოში სხვანაირად განვითარდებოდა სიტუაციები.

მელიას დაჭერა გამოიყენა ოპოზიციამაც, ჩემი მხრიდან პროკურატურას არ უნდა შეეტანა, პარლამენტარებსაც არ უნდა გაეკეთებინათ, არც 88 კაცს არ უნდა მიეცა ყველას ხმა, ალბათ სხვადასხვა აზრი სინდოშია ხოლმე რაღაც საკითხებზე განსხვავებული აზრები, პარტიაში ყველას ერთი აზრი როგორ უნდა ჰქონდეს, ხო?! მერე სასამართლო იყო. გარედან როცა უყურებ პროცესებს ცოტა ცუდად ჩანს.

ვთქვათ, მოხდება მერე ისე, ვერ დამიჭერთ, ვერ დამიჭერთო სხვებიც გამოდიოდნენ და არ გაგატანთო, მოხდა ისე მივიდნენ. კარგად ვნახე ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი იქიდან გარბოდა შეატოვეს მელია, დაიჭირეს. ამერიკიდან და ევროპიდან სრულიად სამართლიანი საყვედურები, მძიმე განცხადებები წამოვიდა. ეს რამდენი ხანი გაგრძელდება, ცოტა ხანში ოპოზიციაც გაახსენდებათ, პროკურატურამ ახლა თქვა თუ გადაიხდისო გირაოს გავუშვებთო, ამას ხო მსოფლიო უყურებს, თუ არ გადაიხდის მსოფლიო ხო უყურებს, არ შეხედავენ ლიდერად. ასე რომ, ნიკას დაჭერით, თუ მანამდე აგორდა, როგორც სიტუაციამ გვაჩვენა ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის და ვერც ნელსონ მანდელა, მით უმეტეს, ვერც სერვანტესი.

როგორც ყოველთვის, ახლაც არც ერთი ლიდერი არ დაზიანდა ნიკა მელიას დაკვების დროს, ისევე როგორც 20 ივნისს.
უცხოეთი ცოტა ხანში მოიკითხავს ამათ (ოპოზიციას), თუ არ გადაიხდის მელია უცხოეთისთვის აღარ იქნება გონიერი პოლიტიკოსი, ვიცი ამერიკა და ევროპა როგორ უყურებს, თუ გამოვიდა ნიკა მელიას ის ლიდერები დაასამარებენ“.

მსგავსი სიახლეები

აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული ფონდის  პრეზიდენტი დეიმონ უილსონი თავის ქმართან ერთად თბილისში სამუშაო ვიზიტითა და თაფლობის თვის გასატარებლად  ლგბტ კვირეულზე ჩამოვიდა-ნიკოლოზ მჟავანაძე (ვიდეო)
კოპირება აკრძალულია!