TaoNews.Ge

“თუ უფალი ინებებს, არჩევნები ვადამდე ჩატარდება, თუ არ ინებებს, რაც არ უნდა წამოწვეთ კარვებში, მაგით არაფერი არ მოხდება”- მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი ენმ-ს ემუქრება – „მე და ჩემი თაობის ხალხი ყოველთვის წინ აღვუდგებით მაგათ მოსვლას, აი პირდაპირ გეუბნებით“

ბოდბელმა ეპისკოპოსმა ამბიონიდან ნაციონალურ მოძრაობას ბრძოლის სტარეტგია დაუწუნა და დაემუქრა, რომ მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებს.

მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ავტორიტეტი აღარ შერჩა და რამის გაკეთება თუ უნდოდათ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს უნდა გაეკეთებინათ.

„90-იანი წლები ხომ არ არის, რომ მიტინგები იყოს და სულ ქუჩა. ხომ ხედავ რომ არ გაქვს ძალა არაფრის. ქუჩაში უნდათ ისევ გადაწყვეტა. როდესაც პირველი პუნქტი ასე ირღვევა, რა ხდება, სძინავთ იმათ – ევროპარლამენტარებს? რას მიკეთებენ, რატომ არ მოუწოდებენ, რომ შეწყვიტონ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა. აღარ შერჩათ ავტორიტეტი რომ ხალხი გაიყოლიონ. ბიჭო იყავი ხომ, რაღას ტირიხარ? გაგეკეთებინა როცა იყავი. ვისწავლოთ ქართველებმა ერთად დაჯდომა.

12 პუნქტი მოგვთხოვეს? ჩვენ მოვითხოვოთ 10 წლიანი ვადა იმ პარტიების წინააღმდეგ, რომლებსაც ერთად დაჯდომა არ უნდათ. შევუსრულებთ კიდევაც და მერე ვერ უშველიან. ჩემი საქმეა და უნდა ვთქვა მაგი. იმიტომ რომ ქვეყანას მირევენ. რაც არ უნდა თქვან, სანამ ნაციონალური მოძრაობა ერქმევა, მე და ჩემი თაობის ხალხი ყოველთვის წინ აღვუდგებით მაგათ მოსვლას, აი პირდაპირ გეუბნებით“,- აღნიშნა ქადაგებისას მეუფე იაკობმა.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!