TaoNews.Ge

მეტროს ხიდის ჩამონგრევას 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

მეტროს ხიდის ჩამონგრევას 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

მექსიკის დედაქალაქში, მეხიკოში მეტროს ხიდი ჩამოინგრა, რის შედეგადაც სულ მცირე 20 ადამიანი გარდაიცვალა, 70 კი დაშავდა.

BBC-ის ცნობით, მეტროს ნანგრევებში რამდენიმე მანქანაც მოყვა.

ადგილზე მაშველები სამძებრო-სამაშველო ოპერაციას აგრძელებენ. არაა გამორიცხული, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.

ადგილობრივები ამბობდნენ, რომ ხიდზე ბზარები 2017 წელს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გაჩნდა. მექსიკის გაზეთ El Universal- ში ნათქვამია, რომ ტრანსპორტის ხელმძღვანელობამ ადგილი შეაკეთა.

მეტროს მე-12 ხაზი, სადაც ავარია მოხდა 2012 წელს გაიხსნა. მეხიკოს მეტრო არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სატრანზიტო სისტემა, რომელსაც წელიწადში დაახლოებით 1,6 მილიარდი მგზავრი გადაჰყავს.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!