TaoNews.Ge

მესტიაში, ხევში ქალი გადავარდა – მაშველებმა ცხედარი ამოიყვანეს

მესტიაში, ხევში ქალი გადავარდა – მაშველებმა ცხედარი ამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მესტიაში, გულის უღელტეხილზე მყოფი ტურისტებიდან ერთი ხევში გადავარდა, მეორეს გადარჩენა კი მოახერხეს. უწყების ინფორმაციით, შეტყობინების ინიციატორი ამბობდა, რომ ქალი ხევში სიმაღლიდან ჩავარდა და ის სავარაუდოდ გარდაცვლილი იყო.

“მეხანძრე-მაშველებმა უღელტეხილზე მყოფი მამაკაცი ა.ვ. უვნებლად იპოვეს და ვერტმფრენში აიყვანეს. ხოლო, ხევში გადავარდნილი ქალის, ზ.გ-ს საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაუყონებლივ დაიწყეს. სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა ქალის ცხედარი, რომელიც სამაშველო ჯგუფების მიერ, ხევიდან უკვე ამოსვენებულია”, – წერია საგანგებოს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!