TaoNews.Ge

მერაბ ჟორდანია ვენის აუსტრიას პრეზიდენტი ხდება

მერაბ ჟორდანია ვენის აუსტრიას პრეზიდენტი ხდება

მერაბ ჟორდანია ტიტულოვანი ავსტრიული კლუბის – ვენის “აუსტრიას” პრეზიდენტი იქნება. ამის შესახებ ადგილობრივი საიტები იტყობინებიან. საინტერესოა წერილი, რომელიც wien.orf.at-მა გამოაქვეყნა:

“ვენის “აუსტრიას” ფინანსურ მომავალთან დაკავშირებით სიტუაციას წესით მალე უნდა მოეფინოს ნათელი. ახალი პარტნიორი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ, მაგრამ კლუბში ამბობენ, რომ მოლაპარაკება პოზიტიური შედეგით დასრულდა.

ახალ პარტნიორთან დაკავშირებით დეტალები არ ხმაურდება. სამაგიეროდ, ცნობილია ის, რომ “აუსტრიას” დირექტორთა და სამეთვალყურეო საბჭომ, ასევე ადმინისტრაციამ, აქამდე გამართულ სხვადასხვა შეხვედრაზე თანამშრომლობის სურვილი ერთხმად დაადასტურეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 3 მარტამდე მზად იყოს და წარადგინონ ავსტრიის ბუნდესლიგის სალიცენზიო დოკუმენტაცია. ახალი პარტნიორის პრეზენტაცია კი მომავალ კვირას არის დაგეგმილი…

რას ამბობენ თბილისის დინამოს ექსპრეზიდენტზე

“აუსტრიას” ახალი პარტნიორი უნდა გახდეს 55 წლის მერაბ ჟორდანია, რომელიც ერთ დროს ფეხბურთელი, მერე კი თბილისის “დინამოსა” და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო. 2010-დან 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა ჰოლანდიურ “ვიტესს” – კლუბს, რომელიც, თითქოსდა, “ჩელსის” ოლიგარქ მფლობელ რომან აბრამოვიჩს ეკუთვნოდა. პლუს ამას, ცნობილი გახდა ავსტრიის მეორე დივიზიონში ლევან ჟორდანიას (მერაბ ჟორდანიას 24 წლის ვაჟი) გადასვლის შესახებ სატრანსფერო “ფანჯრის” დახურვამდე ცოტა ხნით ადრე…

სპორტალი

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული ფონდის  პრეზიდენტი დეიმონ უილსონი თავის ქმართან ერთად თბილისში სამუშაო ვიზიტითა და თაფლობის თვის გასატარებლად  ლგბტ კვირეულზე ჩამოვიდა-ნიკოლოზ მჟავანაძე (ვიდეო)
კოპირება აკრძალულია!