TaoNews.Ge

საქართველოში უკრაინიდან მეგის ქარდავას ექსტრადირება იგეგმება

მეგის ქარდავას მიმართვა აქციის მონაწილეებს: დღეს ცარიელი სიტყვების დრო აღარაა, დროა, მოქმედებაზე გადავიდეთ

ძვირფასო ახალგაზრდებო, თანატოლებო და უფროსებო, დროა საკუთარ თავზე აიღოთ ინიციატივა. მორალურად და მთელი გონებით თქვენთან ვარ – ამის შესახებ მწამებელი, სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ჯალათი  მეგის ქარდავა სოციალურ ქსელში წერს და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართავს.

„მოგმართავთ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულების საკნიდან და მინდა გითხრათ, ძალიან მიმძიმს რომ დღეს ფიზიკურად თქვენ გვერდით ვერ ვიდგები რუსთაველზე. თუმცა სულიერად, მორალურად და მთელი გონებით თქვენთან ვარ. ძვირფასო ახალგაზრდებო, თანატოლებო და უფროსებო, დროა საკუთარ თავზე აიღოთ ინიციატივა. თქვენს გასაკეთებელს სხვა ვერ და არ გააკეთებს. დღეს უკვე ცარიელი სიტყვების დრო აღარ არის, დროა მოქმედებაზე გადავიდეთ რადგან უმოქმედობით და ცარიელი სიტყვებით რეჟიმს ვერ გადააგდებთ. ახლა როცა არჩევანი ასეთი მარტივია წყვდიადსა და ნათელს შორის, საფიქრალიც ბევრი არაფერია. ან იდგებით სიმართლისა და სინათლის მხარეს ან სამუდამოდ დარჩებით და დატოვებთ ქვეყანას წყვდიადში. გისურვებთ გამძლეობას და მხნეობას. ღმერთმა დალოცოს საქართველო. შეხვედრამდე თავისუფალ საქართველოში, სადაც აუცილებლად გავაგრძელებ ქვეყნის რიგით ჯარისკაცობას და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე იმ საქმეს რომელიც 2012 წელს პუტინის რეჟიმმა დროებით თუმცა უკვე ხანგრძლივად დააპაუზა. – პუტინ-ივანიშვილის პირად პატიმრობაში მყოფი, პოლიტიკური მძევალი – მეგის ქარდავა!“ – წერს ქარდავა.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!