TaoNews.Ge

მდინარე რიონში გაუჩინარებულ მამაკაცს 100-მდე მაშველი ეძებს

მდინარე რიონში მაშველებმა გაუჩინარებული მამაკაცის ძებნა განაახლეს. გუმათჰესების კასკადის და რიონჰესის საგუბრების წყლისგან დაცლა, ცოტა ხნის წინ დაიწყო.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის რამდენიმე ბრიგადა მუშაობს, მაშველები მოსახლეობას მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებენ.

სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 100-მდე მეხანძრე მაშველი, რომლებიც მდინარის ფსკერს სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, ექოლოტებით დაათვალიერებენ.

შეგახსენებთ, ირაკლი ანთიძის კვალი მდინარე რიონში 10 აპრილს დაიკარგა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!