TaoNews.Ge

მაცხოვრის საფლავზე  წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 14:56 საათზე გადმოვიდა.

იერუსალიმის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრება მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანებს შეეძლოთ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!