TaoNews.Ge

უკრაინაში,“მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის” სტატუსი ზედიზედ მესამედ ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესს მიენიჭა

მარიუპოლის საბჭოს ინფორმაციით, მარიუპოლის მახლობლად შესაძლოა, რუსების მიერ მოკლული 9000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იყოს დაკრძალული

მარიუპოლის მახლობლად მდებარე სოფელ მანგუშში რუსების მიერ მოკლული 3000-9000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე შეიძლება იყოს დაკრძალული. აღნიშნული ინფორმაცია მარიუპოლის საქალაქო საბჭოს პრესსამსახურმა Telegram-ში გაავრცელა.

ამასთან, მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ რუსეთის სამხედროთა დანაშაულებები მეორე მსოფლიო ომის დროს ბაბი იარში მომხდარ მკვლელობებს შეადარა.

„შესაძლოა, სოფელ მანგუშში ოკუპანტებმა 3000-დან 9000-მდე მარიუპოლის მცხოვრები დაკრძალეს. ამაზე მიუთითებს ბუჩაში სამარხის თანამგზავრის ფოტოებთან შედარება. ბუჩაში გადაღებულ სამარხებში 70 ადამიანი იპოვეს და მას 9 აპრილს Maxar-ის გადაღებულ სურათებში მანგუშში მასობრივი საფლავები 20-ჯერ აღემატება. მთელი აპრილის განმავლობაში ოკუპანტები ახალ ორმოებს თხრიდნენ და ყოველდღიურად გვამებით ავსებდნენ. ჩვენი წყაროები იუწყებიან, რომ ასეთ საფლავებში ცხედრები რამდენიმე ფენად არის ჩასვენებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

მარიუპოლის საქალაქო საბჭომ აღნიშნა, რომ კომუნალურმა სამსახურებმა მარტის შუა რიცხვებისთვის დაახლოებით 5000 ადამიანი მარიუპოლისა და მის გარეუბნებში სხვადასხვა რაიონში დაკრძალეს.

უკრაინული მხარის ცნობით, მარიუპოლში რუსული არმიის მიერ მოკლულთა საერთო რაოდენობა 22 000-ს შეადგენს.

„მარიუპოლში 21 საუკუნის ომის უდიდესი დანაშაული მოხდა. ეს არის ახალი ბაბი იარი, სადაც ჰიტლერმა ებრაელები, ბოშები და სლავები მოკლა. ახლა კი პუტინი ანადგურებს უკრაინელებს. მან უკვე მოკლა ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე მარიუპოლში, რაც მთელი ცივილიზებული სამყაროსგან ძლიერ რეაქციას მოითხოვს. გენოციდი აუცილებლად უნდა შეწყდეს“, – განაცხადა მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ.

მსგავსი სიახლეები

„ტესტი უარყოფითია”- სალომე ზურაბიშვილი
კოპირება აკრძალულია!