TaoNews.Ge

მართლმადიდებლური სამყარო დღეიდან უძღები შვილის კვირას აღნიშნავს

მართლმადიდებლური სამყარო დღეიდან უძღები შვილის კვირას აღნიშნავს

მართლმადიდებლური სამყარო ხვალიდან უძღები შვილის კვირას აღნიშნავს.
 მეზვერისა და ფარისევლის კვირის შემდეგ მართლმადიდებლური ეკლესია ხვალიდან უძღები შვილის შვიდეულს აღნიშნავს. უძღები შვილის კვირეული დიდმარხვის მოსამზადებელი პერიოდია. უძღები შვილის კვირა იგივე ხორციელის კვირაა, რომლის დროსაც ოთხშაბათი და პარასკევი სამარხვო დღეებია. სახარებაში უძღები შვილის იგავია მოთხრობილი: ერთ პატიოსან და მდიდარ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა, უმცროსმა თავისი წილი ქონება მოსთხოვა მამას, მამამ შვილს თხოვნა შეუსრულა. შვილმა თავისი კუთვნილი ქონებით სახლი დატოვა და უცხო მხარეში წავიდა, სადაც მან არაწმინდა, უწესო ცხოვრება დაიწყო და მთელი ქონება გაანიავა. შვილი ისე გაღარიბდა, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება ვეღარ შეძლო, მამასთან დაბრუნდა და ყველაფერი შეინანა. მამამ შვილის სინანული დაინახა, აპატია და ლხინი გამართა. ეს იგავი გვასწავლის, რომ მონანიება არასოდეს არის გვიან, რაც არ უნდა ცოდვილები ვიყოთ. უძღები კვირის კვირადღეს ტაძრებში სახარებიდან სწორედ ეს ადგილი იკითხება, ხოლო ხორციელ შაბათს ტაძრებში მიცვალებულების მოსახსენიებელი მსახურება სრულდება.

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!