TaoNews.Ge

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია, ამ წუთებში, სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. წირვას საქართველოს პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ტაძარში მყოფ მრევლს რეგულაციების დაცვა – დისტანციის შენარჩუნება და პირბადის ტარება უწევს.

დღესასწაულიდან გამომდინარე, მთავრობამ კომენდანტის საათი ერთჯერადად გადაწია და გადაადგილების შეზღუდვა დღეს 23:00-დან 04:00 საათამდე მოქმედებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!