TaoNews.Ge

“მანდატების დათმობას არ ვაპირებთ!  ყველა კვლევით დასტურდება გახარიას რეიტინგი, ამ მათემატიკაში შესვლას „ქართულ ოცნებას“ არ ვურჩევდი” – ალექსანდრე მოწერელია

ყველა კვლევით დასტურდება გახარიას რეიტინგი, ამ მათემატიკაში შესვლას მათ არ ვურჩევდი – მანდატების დათმობას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, რითაც მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა.

“პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგებს გადავხედოთ. სამივე მაჟორიტარს ჩემი ჩათვლით, პარტიასთან შედარებით, 5-6 პროცენტით მეტი ხმა აქვს აღებული. ასევე, არავინ უარყოფს იმას, რომ ქართველმა ხალხმა ხმა მისცა და ეს ყველა კვლევით, მათ შორის IRI- ის კვლევით დასტურდება გახარიას რეიტინგი, სადაც წამყვანი პოზიციები უჭირავს გიორგი გახარიასბიძინა ივანიშვილსკახა კალაძეს. არავინ უარყოფს ამ რეიტინგებს. ამდენად, ნამდვილად არ ვურჩევდი ამ მათემატიკაში შესვლას, რადგან ეს ალბათ, მომგებიანი ნამდვილად არ იქნება მათთვის. მანდატების დათმობას არ ვაპირებთ,”- განაცხადა მოწერელიამ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!