TaoNews.Ge

“მამა ანდრია სარიას განცხადებები ექვემდებარება განკვეთას” – გადაწყვეტილებას პატრიარქი მიიღებს

“მამა ანდრია სარიას განცხადებები ექვემდებარება განკვეთას” – გადაწყვეტილებას პატრიარქი მიიღებს

საპატრიარქოში გამართულ სხდომაზე სინოდალურმა კომისიამ მამა ანდრია სარიას მღვდელმსახურებიდან განკვეთის შესახებ იმსჯელა, რაზეც საბოლოო გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის დასკვნის საფუძველი სხდომაზე მიწვეულ მამა ანდრიასაც განემარტა.

„დღეს შედგა სხდომა, რომელიც განიხილავს სხვადასხვა საკითხებს, ყურადღება გამახვილდა და მოწვეული იყო მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია. მას განემარტა, რომ მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები ექვემდებარება განკვეთას.

 მას ადრე მიეცა შენიშვნა, შემდგომში მას შეუჩერდა მღვდელმსახურება და ზუსტად იმავე ქცევების გამო დღეს შედგა კომისია. მას განემარტა, რომ კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და დასკვნას და რადგანაც კომისია გადაწყვეტილებას არ იღებს ეს გადაეცემა პატრიარქს“, – აღნიშნა მამა ანდრიამ.

მამა ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, მამა ანდრია საჯარო განცხადებებში შეურაცხყოფდა პატრიარქსა და სინოდის წევრებს, რაც სასულიერო პირის მღვდელმსახურებიდან განკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!