TaoNews.Ge

03.05.2021 / 15:22

მაისში საქართველოში 17 ინფლუენსერი ქვეყნის „გასაპიარებლად“ ჩამოვა

მაისში საქართველოში 17 ინფლუენსერი ქვეყნის „გასაპიარებლად“ ჩამოვა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, მაისში საქართველოში ცნობილი ამერიკელი და ევროპელი ბლოგერები და ინფლუენსერები ჩამოვლენ. პრეს-ტურის მიზანია აშშ-დან და ევროპიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და საქართველოს ტურისტული მიმართულების გაცნობა მათთვის. ორგანიზატორების თქმით, ინფლუენსები, რომლებიც საქართველოში ჩამოვლნენ, პრაქტიულად მთელ ინგლისურენოვან სამყაროს მოიცავენ და მათი მოთხრობილი შთაბეჭდილები პოსტ-კოვიდურ პერიოდში შეიძლება უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე პირდაპირი რეკლამა.

„დღეს ყველაზე ეფექტური გზა ტურიზმის და ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით არის ინფლუენსერების მიერ მოყოლილი ამბები სოციალურ ქსელში პოსტებისა და ფოტოების მეშვეობით. ისინი უდიდეს აუდიტორიას უზიარებენ ამ კონტენტს და შემდეგ სხვასაც უჩნდება მოგზაურობის სურვილი ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მიზანიც.

ამიტომაც, ციფრულ არხებში დადებული პოსტით, შესაძლებელია გაცილებით მეტი ადამიანის დაინტერესება, ვიდრე უბრალოდ სატელევიზიო ან ბეჭდური რეკლამის განთავსებით“ – განაცხადა Caucasus Travel-ის დამფუძნებელმა, საბა კიკნაძემ, გადაცემა „საქმიან დილაში“.

მისივე თქმით, მაისის ბოლოს, დაახლოებით 17 ინფლუენსერი ჩამოვა საქართველოში, რომელთა გამომწერების რაოდენობა 100-500 ათასი და მეტია და ისინი მთელს ქვეყანას დაათვალიერებენ და შემდეგ გააცნობენ საკუთარ აუდიტორიას.

„იმედია მაისის ბოლომდე მოიხსნება გარკვეული რეგულაციები, იქნება ეს კომენდანტის საათი თუ კვების ობიექტებზე დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ მოუწევთ არსებულ რეგულაციებთან შეგუება და 9 საათისთვის სასტუმროში დაბინავება.

რაც შეეხება იმას, თუ რას ვახვედრებთ ქვეყანაში სტუმრებს, ეს არის ჩვენი ბუნება, ხალხი, კულტურა, ძეგლები, საკვები, ღვინო, მუსიკა და ყველაფერი ის, რითაც ვიწონებთ თავს და რაც შეუძლებელია რომ არ მოეწონოთ“, – აღნიშნა საბა კიკნაძემ.

წყარო : bm.ge

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!