TaoNews.Ge

მაიკ პომპეოს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ

მაიკ პომპეოს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ

აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული სახელმწიფო რესურსების გამოყენების წესების დარღვევაში ადანაშაულებენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის ოფისის მიერ, ელექტრონული ფოსტის შემოწმებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გასაუბრების შემდეგ, გენერალური ინსპექტორი მივიდა დასკვნამდე, რომ მაიკ პომპეომ და მისმა მეუღლემ სახელმწიფო რესურსები პირადი მიზნებისთვის სულ მცირე 100-ჯერ გამოიყენეს.

მაიკ პომპეომ და მისმა მეუღლე სიუზანმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებს, პირადი მიზნებისათვის, კერძოდ მეგობრებისა და ოჯახის წევრების მიღებისათვის რესტორნის დაჯავშნა სულ მცირე 30-ჯერ დაავალეს.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!