TaoNews.Ge

დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლუკაშენკოზე და მის შვილებზე თავდასხმას გეგმავდა

ლუკაშენკო თვლის, რომ ბელარუს-რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმეტესობა შეიძლება შეუერთდეს

ასეთი განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ვლადიმირ სოლოვიოვთან ინტერვიუს დროს გააკეთა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო თვლის, რომ ბელარუს-რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმეტესობა შეიძლება შეუერთდეს.

„ბელარუსი უკვე იქაა. ვფიქრობ, რომ ყაზახეთისთვის კარგი მაგალითი იყო. თუ თქვენ საუბრობთ 15 წლიან ვადაზე, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა იქ იქნება, თუ ჩვენ არ დავუშვებთ შეცდომებს”, – ამბობს ლუკაშენკო.

მისი თქმით, მათ პერიმეტრზე მყოფი სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიც შეუერთდებიან.

„სომხეთს წასასვლელი არსად აქვს, თქვენ რა, ფიქრობთ, რომ ისინი ვინმეს სჭირდებიან? მათ ეს უკვე დაინახეს, ნიკოლ ვოვას ძემ ეს დაინახა. აზერბაიჯანი ამ კოჰორტადან ამოვარდნილია, რადგან ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით. იქ, რა თქმა უნდა, თურქეთი ძალიან სერიოზულად უჭერს მხარს აზერბაიჯანს. თურქეთის გავლით მიდის გაზი, ნავთობი… ხოლო თურქმენეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი, ვფიქრობ, რომ საჭიროებიდან, პირველ რიგში, ეკონომიურიდან გამომდინარე, აგრეთვე შეუერთდებიან”, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

 

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!