TaoNews.Ge

ლუგარის ლაბორატორია გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის სისხლის ნიმუშს იკვლევს

ლუგარის ლაბორატორია გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის სისხლის ნიმუშს იკვლევს

ლუგარის ლაბორატორიაში 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის სისხლის ნიმუშის კვლევა რამდენიმე მეთოდოლოგიით მიმდინარეობს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის განმარტებით, ის კვლევებთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას, თუმცა მას ჯერჯერობით ვერ გაასაჯაროებს.

„გარკვეული ინფორმაციები მაქვს, მაგრამ დღეს ამას ვერ გავაჟღერებ. ყველაფერში ძალიან დარწმუნებულები უნდა ვიყოთ. ერთსა და იმავე მონაცემზე კვლევა მომდინარეობს 3-4 მეთოდოლოგიით”, – აღნიშნა მან.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!