TaoNews.Ge

ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად საპოლიციო ძალისმიერი გზა აირჩია – ომბუდსმენი ნამოხვანზე

ლომჯარია – “სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნა არგუმენტირებულია”

სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა არგუმენტირებულია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილისთვის არაადამიანური მოპყრობის გამო დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

“დაზარალებულის სტატუსს რაც შეეხება, ჩვენ კარგად გვესმის ეს მოთხოვნა და ვფიქრობთ, რომ სამართლიანია, თუმცა იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს კონკრეტული პოზიცია, საჭიროა საქმის მასალების ნახვა და შესწავლა. როცა ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას ბრალის წარდგენის თუ დაზარალებულის მინიჭების თაობაზე, ჩვენ გვაქვს სრული სურათი გამოძიებაში არსებული მასალების და მტკიცებულებების. ამ ეტაპზე ვთვლი, რომ ეს მოთხოვნა არის არგუმენტირებული, თუმცა, იმისათვის, რომ ეს რეკომენდაცია სახალხო დამცველმაც გასცეს, გვჭირდება მეტი ინფორმაცია, ვეცდებით ეს ინფორმაცია მოვიპოვოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან და თუ გვექნება გარკვეულ მტკიცებულებებზე წვდომა, რაც მეტი დამაჯერებლობით მოგვცემს იმის მტკიცების საფუძველს, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საფუძველი არსებობს, ჩვენ ამას ვიტყვით.

ზოგადად მომხრე ვარ ამ პროცესის, გამოძიების გამჭვირვალობის, რადგან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეა და ის მოვლენები, რაc განვითარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წინააღმდეგ, მისი ხელმძღვანელი პირის გათავისუფლება, რომელიც იყო გარკვეული ვადით არჩეული, ასევე აჩენს ეჭვებს, რომ შესაძლებელია ამ პროცესებს ჰქონდეს გავლენა მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიებაზე, ამიტომ მე მივემხრობოდი, თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დარჩენილ ვადაში ამ გამოძიებას აწარმოებს მაქსიმალური გამჭვირვალობით,“ – განაცხადა ლომჯარიამ.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!