შორს ნამდვილად არ არის ის დრო, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგას დატოვებს და რომელიმე ტოპ ევროპულ გუნდში გადაბარგდება.
ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული დიდებული მატჩის შემდეგ, ქართველი ტალანტისადმი ინტერესი ერთი-ორად გაიზარდა.
ბრიტანული მედია კი ხვიჩა კვარაცხელიას „ლივერპულს“ უკავშირებს. როგორც რამდენიმე პოპულარული ინგლისური გამოცემა წერს, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელისთვის არც მეტი არც ნაკლები იურგენ კლოპს დაუდგამს თვალი და მერსისაიდული გუნდის სკაუტებს თხოვს კვარაცხელია ენფილდზე რაც შეიძლება მალე მოიყვანონ.
„იურგენ კლოპს ხვიჩა კვარაცხელია სადიო მანეს მემკვიდრედ ესახება. ქართველმა ფეხბურთელმა ესპანეთის ნაკრებს არაჩვეულებრივი გოლი გაუტანა. კვარაცხელია ნამდვილად არის ის ფეხბურთელი, რომელიც იურგენ კლოპის გემოვნებას სრულად აკმაყოფილებს“, – წერს ბრიტანული პრესა.
წყარო primesport