TaoNews.Ge

საქართველოში თხევადი გაზის იმპორტი განახევრდა

ლიეტუვამ რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტი დღეიდან შეწყვიტა

ლიეტუვა რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტს დღეიდან აღარ ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ლიეტუვას ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვიდან გაზის, ნავთობისა და ელექტროენერგიის შესყიდვები, უკრაინისთვის “სოლიდარობის” გამოსახატად და “რუსული ომის მანქანის” დაფინანსების შესამცირებლად ჩერდება.

იგი იმედოვნებს, რომ ელექტროენერგიის მოთხოვნების დაკმაყოფილება აგილობრივი მწვანე ენერგიის წარმოებით შეიძლება.

როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად, რუსეთი საწვავის მიწოდებას ევროპის მრავალი ქვეყნისთვის აგრძელებს, თუმცა ფინეთს გაზის მიწოდება გუშინ შეუწყდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ რუბლით გადახდაზე უარი თქვა.

მსგავსი სიახლეები

აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული ფონდის  პრეზიდენტი დეიმონ უილსონი თავის ქმართან ერთად თბილისში სამუშაო ვიზიტითა და თაფლობის თვის გასატარებლად  ლგბტ კვირეულზე ჩამოვიდა-ნიკოლოზ მჟავანაძე (ვიდეო)
კოპირება აკრძალულია!