TaoNews.Ge

 ლიბერალურ ამერიკულ ქალაქ სან-ფრანცისკოდან დიდი რაოდენობით მოსახლეობა კონსერვატიულ ტეხასის და ფლორიდის შტატებში გადავიდა

 ლიბერალურ ამერიკულ ქალაქ სან-ფრანცისკოდან დიდი რაოდენობით მოსახლეობა კონსერვატიულ ტეხასის და ფლორიდის შტატებში გადავიდა

ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში კალიფორნიის შტატში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ ამერიკულ ქალაქ სან-ფრანცისკოდან დიდი რაოდენობით მოსახლეობა კონსერვატიულ შტატებში ფლორიდასა და ტეხასში გადავიდა საცხოვრებლად.

კომერციული უძრავი ქონების კომპანია CBRE Group-ის მონაცემებით, ამერიკის მსხვილი ქალაქებიდან სან-ფრანცისკო პირველ ადგილზეა, რომელმაც 2019-2020 წლებში ყველაზე მეტი მაცხოვრებელი დაკარგა.

სან-ფრანცისკოდან ტეხასში გადასული მოქალაქეების რიცხვი 2019-დან 2020 წლამდე 32%-ით გაიზარდა.

მასობრივი გადინება ლიბერალური მსხვილი ქალაქებიდან ბოლო რამდენიმე წლის ტენდენციაა. სან ფრანცისკოს მოყვება ნიუ-იორკი, ბოსტონი და სიეტლი.

წყარო :www.theblaze.com

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!