TaoNews.Ge

მედიაზე თავდასხმის გამო – დავით კუტალაძე დააკავეს

ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის გამო დათო კუტალაძეს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ “TV პირველის” ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება კიდევ 1 პირს წარუდგინა. ბრალი ჰომოფობიური ჯგუფების მხარდამჭერ, მოძალადე დავით კუტალაძეს წარუდგინეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე დ.კ. და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია TV პირველის ოპერატორს ალექსანდრე ლაშქარავას.

კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება”, – წერია უწყების განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!