TaoNews.Ge

ლევან რატიანი – “სიცრუეა, რომ მეგი ბაქრაძე ჩვენ კლინიკაში გარდაცვლილი შემოიყვანეს” 

ლევან რატიანი – “სიცრუეა, რომ მეგი ბაქრაძე ჩვენ კლინიკაში გარდაცვლილი შემოიყვანეს” 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ტყუილია,  გავრცელებული ინფორმაცია, რომ ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე კლინიკაში  გარდაცვლილი შეიყვანეს.

“ეს წარმოადგენს სიცრუეს, ჭეშმარიტ სიცრუეს. კიდევ ერთხელ მინდა ოჯახს მივუსამძიმრო.  ქალბატონი მეგი შემოყვანილ იქნა კატასტროფის ბრიგადის მიერ, 19:45 წუთზე ჩვენ კლინიკაში. შემოყვანისას ის იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჰემოდინამიკა იყო მკვეთრად არასტაბილური, ეს იმას ნიშნავს, რომ წნევის ამწევი პრეპარატების გარეშე ვერ ინარჩუნებდა ჰემოდინამიკას. გასინჯულ იყო შემოყვანიდან რამდენიმე წუთში ჩემი და ქალბატონი ქეთის მიერ”, – განაცხადა რატიანმა. 

მისი განცხადებით,  კლინიკაში შემოყვანისას პაციენტს გულისცემა ჰქონდა და არტერიული წნევა შენარჩუნებული იყო პრეპარატების მეგადოზებით. რატიანის განცხადებით, შეუქცევადმა პროცესმა რამოდენიმე საათში გამოიწვია პაციენტის გარდაცვალება.

მისი თქმით,  მეგი ბაქრაძესთვის ჩატარებულ არცერთ კვლევაში არც ანემია  და არც კორონავირუსი არ დაფიქსირებულა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!