TaoNews.Ge

ქალაქის იმიჯის შელახვის და ფინანსური სირთულეების გამო, პოლონეთის ქალაქმა ანტი ლგბტ რეზოლუცია გააუქმა

ლგბტქი ადამიანების დისკრიმინაციის გასამართლებლად არ უნდა გამოიყენებოდეს-ევროპის საბჭოს რეზოლუცია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო სამხრეთ კავკასიაში ლგბტქი თემის წარმომადგენელთა სავარაუდო უფლებადარღვევათა შესახებ.

რეზოლუციის თანახმად, საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებულია სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ლგბტქი ადამიანების მდგომარეობით და იმ სავარაუდო უფლებადარღვევების გამო, რაც ამ ქვეყნებში გამოვლინდა.

ასამბლეა მიიჩნევს, რომ ქვეყნის კულტურული და რელიგიური ტრადიციები არ შეიძლება გამოყენებული იყოს ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, გენდერული გამოხატვისა და სექსუალური მახასიათებლების საფუძველზე დისკრიმინაციის გასამართლებლად.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ქვეყნებმა ეფექტური კანონმდებლობა უნდა შექმნან და განახორციელონ პოლიტიკა სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, გენდერული გამოხატვისა და სექსუალური მახასიათებლების საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ მოქმედების გასაძლიერებლად.

„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერ თითოეულ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობა, მოძებნოს საუკეთესო გზები, რათა თავიდან აიცილოს მათ შორის კონფლიქტი“.

მიუხედავად ამისა, ასამბლეა მიესალმება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, კანონმდებლობის მიღების გზით, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. საუბარია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვაზე და სისხლის სამართლის კოდექსში ლგბქტიფობიის, როგორც დამამძიმებელ გარემოებად განხილვაზე. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიჩნევს, რომ რჩება რიგი გადაუჭრელი საკითხები.

ასამბლეა მოუწოდეს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებას:

  • უზრუნველყონ ლგბტქი ადამიანების უფლებების მხარდასაჭერად საჯარო ღონისძიებების გამართვის უფლება, უზრუნველყონ პრაიდის მარშების უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეების დაცვა ნებისმიერი ძალადობისგან;
  • ხელი შეუწყონ მედიისა და პარლამენტის დეპუტატთა ქცევის კოდექსების მიღებას, რათა არ მოხდეს ლგბტქი ადამიანების მიმართ მადისკრიმინირებელი და სიძულვილის ენის გამოყენება;
  • უზრუნველყონ მედიის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება;
  • ეფექტურად გამოიძიონ ლგბტქი პირების დევნის და ძალადობის ფაქტები;
  • შემოიღონ სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები, რაც საშუალებას აძლევს ტრანსგენდერ პირებს შეიცვალონ სახელი და სქესი პირადობის დამადასტურებელ სხვადასხვა დოკუმენტში;
  • აწარმოონ ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებებში;
  • სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ჩაუტარონ სპეციფიკური და უწყვეტი ტრენინგი ლგბტქიფობიური სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ.
  • ხელი შეუწყონ ომბუდსმენის და სხვა უფლებადამცველთა როლის გაძლიერებას.

სპეციფიკურად საქართველოს ხელისუფლების მისამართით რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ საჭიროა შეიქმნას მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან დიალოგის წარმმართველი ორგანო, რომელიც მათთან იმუშავებს ისეთი საჯარო ღონისძიებებისადმი დამოკიდებულებების კორექციაზე, როგორიცაა პრაიდი, მსვლელობები თუ სხვა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!