TaoNews.Ge

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია

ლაშა ბექაური ოლიმპიადის გამარჯვებული მილიონერია!

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 28 ივლისს, -90 კგ წონით კატეგორიაში, ქართველი ძიუდოისტი, 21 წლის ლაშა ბექაური ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ლაშამ ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა. ქართველის მეტოქემ აქტიურად დაიწყო, მაგრამ ბექაურმა თავი კარგად დაიცვა, მალე კი ვაზარი თავად აიღო, გერმანელი სპორტსმენის შებოჭვამდე კი მხოლოდ სამი წამი დააკლდა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა! ლაშა ბექაური ასევე მიიღებს მილიონ ლარს რომელიც საქართველოს მთავრობამ ოლიმპიური ოქროსთვის დააწესა.

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!