TaoNews.Ge

კუს ქანდაკება კუს ტბაზე – მერია 23 992 ლარს იხდის

თბილისის მერია კუს ტბაზე კუს ქანდაკების დადგმას აპირებს – შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვა გუშინ გამოცხადდა. შესყიდვის ღირებულება 23 992 ლარია.

ტენდერში წინადადებების მიღება 23 მაისს იწყება და 28 მაისს დასრულდება.

კუს ტბის მიმდებარედ ახალი ქანდაკება ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღის ვადაში უნდა დაიდგას. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ნაგებობა უშუალოდ კუსტბის მთავარ შესასვლელთან უნდა განთავსდეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა რამდენიმე კვირის წინ კუს ტბის რეკონსტრუქცია დაანონსა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!