ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა. ამის შესახებ შარლ მიშელმა Facebook-ზე დაპოსტა.
საქართველოში მიმდინარე მედიაციაში მიღწეული პროგრესი მე უკვე შევაფასე ჩვენს სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან. დროა, წავიდეთ საჭირო კომპრომისებზე საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. კრისტიან დანიელსონი საქართველოში ამ კვირის ბოლოს დაბრუნდება იმისთვის, რომ პარტიებს შორის მედიაცია გააგრძელოს, – წერს მიშელი.