აფხაზეთი აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი – ამ სიტყვების ავტორი, ვლადიმერ პოზნერი თბილისში, საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად უკვე ჩამოვიდა.
ცნობილია , რომ პუტინთან დაახლოებული ჟურნალისტს 50-მდე სტუმარი მოჰყვება. მიზანი მისი 87 წლის იუბილის აღნიშვნაა.
ვლადიმერ პოზნერი რუსეთიდან ჩარტერული რეისით, ყოველგვარი რეგულაციებისა და შეზღუდვების გარეშე, საქართველოში ჩამოფრინდა. კრემლის პროპაგანდისტისა და პუტინთან დაახლოებული ჟურნალისტის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. მასთან ერთად ჩaმოვიდნენ სხვა სტუმრებიც.
პოზნერს ხვალ დაბადების დღე აქვს და იუბილეს სავარაუდოდ სწორედ თბილისში აღნიშნავს.