TaoNews.Ge

კრემლის მხარდამჭერმა პოლიტიკოსებმა საქართველო რუსეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილ ქვეყნების სიაში შეიყვანეს

კრემლის მხარდამჭერმა პოლიტიკოსებმა საქართველო რუსეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების სიაში შეიყვანეს.

“Россия 1-ის” პირდაპირ ეთერში, რუსი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების შეფასებით, პირველი ქვეყანა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს, ამერიკის შეერთებული შტატებია.

ბაიდენის ადმინისტრაციის გავლენით კი, ანტირუსული პროპაგანდის ხელშემწყობ ქვეყნებში საქართველო, უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, გაერთიანებული სამეფო, პოლონეთი და ჩეხეთი დასახელდა.

თოქშოუ “60 წუთში”, კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერებმა საფრანგეთისა და გერმანიის საკითხიც განიხილეს. ოფიციალურ მოსკოვს ჯერჯერობით უჭირს განაცხადოს, არიან თუ არა დასახელებული ქვეყნები რუსეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილები.

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკო მიკელსენმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” უკვე მიმართა ოფიციალურ ბერლინსა და პარიზს, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ნათლად და შეურთდნენ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას უპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!