TaoNews.Ge

კრემლისა და ვლადიმერ პუტინის სათადარიგო ვარიანტი – შალვა ნათელაშვილი გახარიაზე

კრემლისა და ვლადიმერ პუტინის სათადარიგო ვარიანტი – შალვა ნათელაშვილი გახარიაზე

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას კრემლისა და ვლადიმერ პუტინის სათადარიგო ვარიანტად განიხილავს.

“რაც შეეხება ბატონ გახარიას, ეს არაა გახარიას დაბრუნება და მისი ინიციატივა, ამუშავდა კრემლის და ვლადიმერ პუტინის სათადარიგო ვარიანტი, რაღაც თუ შეიძლება დაემართოს ივანიშვილის პოლიტიკურ ხროვას, ჩაანაცვლონ სარეზერვო ვარიანტებით. ასეთი სარეზერვო ვარიანტები რუსეთს ჰყავდა ასლან აბაშიძეები, გიორგაძეები და ამ შემთხვევაში აამოქმედეს საგარეო დაზვერვის ოფიცერი, რომელიც მათი თანაშრომელია გახარიას სახით, რომელიც ივანიშვილის ბიზნესს მართავდა რუსეთის ფედერაციაში წლების განმავლობაში, ხოლო ამ საქმიანობას ის ვერ გასწევდა სპეცსამსახურთა მფარველობისა და კურატორობის გარეშე – განაცხადა ნათელაშვილმა

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!