TaoNews.Ge

“კონფლიქტის ზონაში ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა”-უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბი

უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შედეგად ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა – ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი ავრცელებს.

„რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ პოზიციებს ნოვოტროიცკოეს დასახლებულ პუნქტთან ახლოს. შედეგად, ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა, მეორე კი დაიჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა მძიმეა“, – განაცხადეს უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბში.

ინციდენტის შესახებ უკრაინულმა მხარემ ეუთოს აცნობა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!