TaoNews.Ge

„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება

კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, კვლავ ძალაში რჩება კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა.

„დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციული ღონისძიების აღსრულებას და მკაცრ დაცვას. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის თავიდან აცილების მიზნით საბჭოს გადაწყვეტილებით კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა საღამოს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებასთან დაკავშირებით.

ასევე, ძალაში რჩება კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი შაბათ-კვირას მუშაობენ მხოლოდ გატანის სერვისზე. როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და მივმართავთ რეკომენდაციით, მაქსიმალურად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე“, – აცხადებს ღიბრაძე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!