TaoNews.Ge

“კომენდანტის საათის” გაუქმების “ფუფუნება” არ გვაქვს“- ჯანდაცვის მინისტრი

“კომენდანტის საათის” გაუქმების “ფუფუნება” არ გვაქვს“- ჯანდაცვის მინისტრი

“კომენდანტის საათის” გაუქმების “ფუფუნება არ გვაქვს“ – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი და ისევ გამკაცრებებზე საუბრობს. ტიკარაძე, რომელიც დღეს გურიაშია, ამბობს, რომ ამ რეგიონში საყურადღებო ეპიდვითარებაა.

„კომენდანტის საათის” გაუქმება არ იგეგმება, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს ამის საფუძველი, ასევე არ გვაქვს ამის ფუფუნება, პანდემია კვლავ საქართველოშია, ისევე როგორც მსოფლიოში.ჩვენ ვაკვირდებით, რომ ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვნად მიმდინარეობს გამკაცრებები, მაშინ როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი შემსუბუქებები გვაქვს.დიახ, დავასახელე, რომ გურიის რეგიონში საყურადღებო ეპიდვითარებაა. სწორედ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ადგილზე გავივლით, რეკომენდაციებს მივცემთ, რომლის დაცვაც საჭიროა და მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ გურიაში არ მოხდეს შემდეგი გამკაცრებები“,-აცხადებს ტიკარაძე.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!