TaoNews.Ge

14.05.2021 / 20:05

„კომენდანტის საათის” გადაწევაზე აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს- თამარ გაბუნია

„კომენდანტის საათის” გადაწევაზე აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს- თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს „კომენდანტის საათის” გადაწევასთან დაკავშირებით.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქება არ იგეგმება.

„პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქებას ჩვენ ჯერ კიდევ კარგა ხანს ვერ მოვახერხებთ, ეს პირდაპირ უკავშირდება ვაქცინირებულთა რაოდენობას. ჩვენ რაც არ უნდა ეფექტურად გადავლახოთ პიკი მაისის ბოლომდე, პირბადე თავდაცვის საშუალებაა.

აქტიური მსჯელობა მიდის ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე. ყველას გვესმის, რომ პიკის პერიოდში ამის რესურსი არ გაგვაჩნია”,-აცხადებს გაბუნია.

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ირაკლი ღარიბაშვილი – აპრილის თვეში დაფიქსირდა 44.8% ეკონომიკური ზრდა, რაც არის ნამდვილად უპრეცენდენტო და ძალიან პოზიტიური
კოპირება აკრძალულია!