TaoNews.Ge

კლინიკა “მედ კაპიტალის” ექიმი ვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგ გარდაიცვალა

თბილისში, კლინიკა “მედ კაპიტალის” პედიატრიული განყოფილების ექიმი კორონავირუსზე აცრიდან 2 კვირის შემდეგ  გარდაიცვალა.

უკავშირდება თუ არა 50 წელს გადაცილებულ  მედიკოსის გარდაცვალება სწორედ ვაქცინაციას, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც კლინიკის წარმომადგენლები აცხადებენ, ექიმს აცრის შემდეგ არანაირი გართულება არ გამოვლენია.

მედკაპიტალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ექიმი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიურ ცენტრში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ექიმს გულის იშემიური დაავადება ჰქონდა და სავარაუდოდ, გარდაცვალება სწორედ გულის პრობლემებს უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!