TaoNews.Ge

“კლინიკაში ცოლთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ვნახე. ყველა მას უყურებდა” – რას წერენ “ფეისბუქზე” მას შემდეგ, რაც კახა კალაძის დიაგნოზი გაიგეს

“კლინიკაში ცოლთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ვნახე. ყველა მას უყურებდა” – რას წერენ “ფეისბუქზე” მას შემდეგ, რაც კახა კალაძის დიაგნოზი გაიგეს

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე კლი­ნი­კა­შია და მკურ­ნა­ლობც. რო­გორც კა­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, მას ვერ­ტებ­რო-ბა­ზი­ლა­რუ­ლი სინ­დრო­მი და ვეს­ტუ­ბუ­ლო­პა­თია და­უ­დას­ტურ­და.

მას შემ­დეგ რაც თბი­ლი­სის მერ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი მას გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას უსურ­ვე­ბენ.

კო­მენ­ტა­რებ­ში შსს-ს სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი იხ­სე­ნებს, რომ კა­ლა­ძე კლი­ნი­კა­ში ოჯახ­თან ერ­თად ნახა.

“გუ­შინ ვნა­ხე ერთ კლი­ნი­კა­ში ცოლ­თან და ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად. მივ­ხვდი, რომ მის გამო იყ­ვნენ იმ კონ­კრე­ტულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. სხვას ეს არ გაყ­ვე­ბო­და, საქ­მი­დან და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. რა­ღაც­ნა­ი­რად ავე­რი­დე და არც მი­ვე­სალ­მე, თან ხალ­ხი ყვე­ლა მა­გათ უყუ­რებ­და და აღარ შე­ვე­ჩე­ხე არც მას და არც მის დაც­ვას. ვი­ფიქ­რე, ნეტა ახლა თუ ვინ­მემ გა­და­უ­ღო და ატ­ვირ­თა ფბ-ზე რა უნა­მუ­სო­ბა იქ­ნე­ბა-მეთ­ქი.

დღეს თა­ვად და­ჭირ­და ახ­სნა და დი­აგ­ნო­ზის და­წე­რაც. რამ გა­ა­ბო­რო­ტა ან გა­ა­სუ­ლე­ლა ასე ეს ხალ­ხი, მარ­თლა ვერ ვხვდე­ბი. სა­ნამ ცო­ცხა­ლია ადა­მი­ა­ნი, ვხრავთ, ვღ­ლი­ცი­ნებთ, ვწყევ­ლით. არ ვიცი ამას რა ქვია, ან სად ვართ სა­ერ­თოდ? უია­რა­ღო მკვლე­ლე­ბად იქ­ცნენ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვე­რა­სო­დეს რომ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი მათ თუ ეს შე­ეძ­ლოთ” – წერს თა­მუ­ნა ბო­დო­კია.

წყარო : ambebi.ge

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!