TaoNews.Ge

რუსეთმა უკრაინის საზღვართან 80 000 სამხედრო 500  ერთეული ტექნიკა განათავსა

კიევთან ახლოს ოკუპანტების 370 სამხედრო მანქანაა მობილიზებული – უკრაინული მხარე

ბოროდიანსკის რაიონის სოფელ ზდვიჟევკასთან, რომელიც კიევიდან 37 კილომეტრშია, აგრესორი ქვეყნის – რუსეთის 370 სამხედრო მანქანაა მობილიზებული. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა ჟურნალისტ ანდრეი ცაპლიენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჟურნალისტის თქმით, ოკუპანტების სამხედრო მანქანები ჯერჯერობით ადგილზე არიან გაჩერებული. უკრაინული გამოცემა ოკუპანტების კიდევ უფრო მეტად მობილიზებას პუტინის ბრძანებას უკავშირებს. კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, კიევმა მოსკოვთან მოლაპარაკებაზე უარი თქვა. პესკოვი ამბობს, რომ სწორედ ამის გამო, პრეზიდენტმა პუტინმა გასცა ბრძანება, რომლის თანახმადაც რუსული არმია სვლას განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!