TaoNews.Ge

კახა კახიშვილი – თუ ჩანაწერი 2010 წელს არის გაკეთებული და დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც მაშინ ხელისუფლებაში იყო, დღეს აქვს სურვილი, ჩატარდეს გამოძიება, გაუგებარია, თავად რატომ არ ჩაატარა გამოძიება, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში

დეპუტატი კახა კახიშვილი თვლის, რომ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აუცილებელია, გამოძიება ჩატარდეს.

მისი განცხადებით, გამოძიება ორი მიმართულებით უნდა წარიმართოს და დადგინდეს ყველა დეტალი, არის თუ არა ჩანაწერი ავთენტური, როდის არის მოპოვებული და ჰქონდა თუ არა ადგილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

„გამოძიებამ უნდა დაადგინოს – ავთენტური არის თუ არა ჩანაწერი, როდის შედგა საუბარი და შესაბამისად, როდისაა მოპოვებული, მონტაჟის კვალი ხომ არ არის; თუ ავთენტურობა დადასტურდება, უნდა გაირკვეს, ფიგურანტების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა ისეთ მოქმედებას, რომელშიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება“, – აცხადებს დეპუტატი.

ამასთან, კახიშვილის თქმით, არის განცხადებები, მათ შორის სოციალურ ქსელშიც დაიწერა, რომ ჩანაწერები 2010-2011 წლებს უკავშირდება. ასეთ შემთხვევაში, მისი თქმით, გაუგებარია, რატომ არ ჩაატარა თავის დროზე გამოძიება მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომელიც ამას დღეს ოპოზიციის რიგებიდან მოითხოვს.

„ასეთ შემთხვევაში, ისმის კითხვა, თუ ჩანაწერი 2010 ან 2011 წელს არის გაკეთებული და დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც მაშინ ხელისუფლებაში იყო, დღეს აქვს სურვილი, ჩატარდეს გამოძიება, გაუგებარია, თავად რატომ არ ჩაატარა გამოძიება, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში? მაშინ რატომ არ დაადგინეს რეალურად, რა იყო იმ ვითარებაში? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება გამოხმაურება თუ სტატუსი, გამოძიებით უნდა იყოს დადგენილი, ხომ არ ჰქონდა ადგილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებას“, – განაცხადა კახა კახიშვილმა

მსგავსი სიახლეები

„ტესტი უარყოფითია”- სალომე ზურაბიშვილი
კოპირება აკრძალულია!