TaoNews.Ge

კახა კახიშვილი -„დირსის“ კომპლექსთან მდებარე ცემენტის ქარხნის საკითხი მოკლე დროში უნდა გადაწყდეს

კახა კახიშვილი -„დირსის“ კომპლექსთან მდებარე ცემენტის ქარხნის საკითხი მოკლე დროში უნდა გადაწყდეს

დეპუტატი კახა კახიშვილი სასამართლოს მიმართავს, მოკლე დროში განიხილოს თბილისში, ისნის რაიონში, „დირსის“ კომპლექსთან მდებარე ცემენტის ქარხნის მუშაობის საკითხი.

„მთავრობის დამტკიცების დროს ვისაუბრე „დირსის“ კომპლექსთან, ორ მეტრში მდებარე ცემენტის ქარხანაზე, რომელიც წამლავს მოსახლეობას. მქონდა კომუნიკაცია ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელთან, გარემოს დაცვის მინისტრთან, თავად პრემიერთანაც და ჯადოსნური წრე არის. ერთი მხრივ, ამ ადამიანებს უკანონოდ აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ საქმიანობა, არ აქვთ არანაირი ლიცენზია, აბსოლუტურად ყველანაირი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებული არიან, რადგან კანონის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, მაგრამ ამავდროულად, სასამართლოში გასაჩივრებულია ეს საკითხი. რამდენადაც ვიცი, ქალაქ თბილისის მერიაც ჩართულია. ვერაფერს უშვებიან, რადგან იწელება სასამართლო პროცესები“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, სანამ სასამართლო პროცესები ჭიანურდება ქარხნის უკანონო საქმიანობის შედეგად ათასობით ადამიანი იწამლება.

„ამიტომ, ვთხოვ ამ ტრიბუნიდან სასამართლოს, არაფერს ვთხოვ ზედმეტს, მოკლე დროში განიხილონ ეს საკითხი და მიიღონ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილება; ამავე დროს, გაითვალისწინონ, თითოეული დღე, რომელსაც აჭიანურებენ ამ საკითხის განხილვისას, წამლავს ბავშვებს, რადგან ცემენტის ქარხნის გვერდზე არის სააბავშვო ბაღები, სკოლები, კორპუსები, იქ ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ გარემოს დაბიძნურებაზე პასუხისმგებლობა უნდა გამკაცრდეს.

 

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!