TaoNews.Ge

კახა კალაძემ “ქართულ ოცნებასთან” ერთად მომავალ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი საბოლოოდ თქვა

თბილისის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ “ქართულ ოცნებასთან” მომავალ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი საბოლოოდ თქვა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას tvpirveli.ge ავრცელსბს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ მმართველ პარტიაში შეუქცევადი პროცესებია და ივანიშვილის გუნდის რღვევა აქტიურად მიმდინარეობს:

ეს მიუთითებს იმაზე, რომ კალაძე არ განიხილება კანდიდატად ან თავად კალაძემ გადაწყვიტა დისტანცირება მოახდინოს “ქართული ოცნებისგან”. ეს მეტყველებს იმაზე, რომ “ქართულ ოცნებაში” პროცესების სრული ჩამოშლა მიმდინარეობს.

თანამდებობიდან ბოლო თვეებში, ქვეყნის პირველი და მეორე პირები წავიდნან. კალაძეზეც დიდი ხანია საუბრობენ, რომ ის შესაძლოა გამოეყოს ქართულ ოცნებას. ამის მაგალითი არის ის ინფორმაცია, რომ შესაძლოა თალაკვაძე დასახელდეს მერობის კანდიდატად. “ქართულ ოცნებაში” შეუქცევადი პროცესებია, საიდანაც გამოსავალი ერთადერთი – ვადამდელი არჩევნებია”- განუცხადა “ტვ პირველს” ზაალ უდუმაშვილმა.

“ტვ პირველის” ინფორმაციით, პარლამენტის გადამდგარი თავმდჯომარე არჩილ თალაკვაძე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!