TaoNews.Ge

კასპში ახალგაზრდა მამაკაცი სასაფლაოზე მოკლული იპოვეს

კასპში ახალგაზრდა მამაკაცი სასაფლაოზე მოკლული იპოვეს

კასპში, ერთ-ერთ სასაფლაოზე 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა მუცლის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

თვითმხილველბის ინფორმაციით, 40 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარს, რომელიც კასპში, სასაფლაოს ტერიტორიაზე იპოვეს, სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი კასპში მცხოვრები ნოდარ ღუნაშვილი, მეტსახელად ,,კონტარაა”. იგი ყოფილი მსჯავრდებულია და სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე თვის წინ დატოვა.

გარდაცვლილის ნაცნობები მომხდარის ვერსიებზე ვერაფერს ამბობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!