TaoNews.Ge

კასპი-გორის გასაყართან, ოკუპანტების მიერ აღმართულ ბანერზე წარწერა GEO გაჩნდა

კასპი-გორის გასაყართან, ოკუპანტების მიერ აღმართულ ბანერზე წარწერა GEO გაჩნდა

კასპი-გორის გასაყართან, ოკუპირებული ორჭოსანის მიმდებარედ, ოკუპანტების მიერ აღმართულ ბანერზე წარწერა GEO გაჩნდა. სავარაუდოდ, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ტერიტორია საქართველოსია და მოსახლეობა ოკუპაციას არ შეეგუება.

ბანერი იმ სოფელთან ახლოსაა აღმართული, სადაც ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლო, დათა პაპა ცხოვრობდა.

შეგახსენებთ, რომ 88 წლის დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. ის ბოლო თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!