TaoNews.Ge

ქართველი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები ჰიპერმარკეტ „კარფურს“ სასამართლოში უჩივიან

“კარფურის ლინკი არ გახსნათ!” – თაღლითური სქემა ფეისბუქში

დღეს დილიდან სოციალურ ქსელში ვირუსული ლინკი ვრცელდება – ფეისბუკის მომხმარებლები მეგობრებისგან პირად შეტყობინებებში გზავნილს იღებენ, რომელიც მაღაზია კარფურის სახელით ვრცელდება.

ფეიკ-ლინკზე გადასვლის და კითხვარის შევსების შემდეგ კომპანია, თითქოს 64-წლიან იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებელს საჩუქრებს სთავაზობს.

სქემა რეალურად თაღლითურია. კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

“შევიტყვეთ, რომ ბევრი თქვენგანი იღებს საეჭვო შეტყობინებებს კარფურის  სახელით. გაცნობებთ, რომ აღნიშნული შეთავაზება არ წარმოადგენს სინამდვილეს და არ იგზავნება კარფურ საქართველოს მხრიდან!

კარფურის ოფიციალური შეთავაზებები და აქციები მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნდება კარფურის ოფიციალურ ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდებზე, ან კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდსა და აპლიკაციაში!

გთხოვთ, საეჭვო შეტყობინებებმა არ შეგიყვანოთ შეცდომაში და არ გადახვიდეთ ლინკზე,” – წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!