TaoNews.Ge

02.05.2021 / 12:08

პატრიარქი მეუფე პეტრეს მიმართ რადიკალური ზომების მიღების წინააღმდეგია

პატრიარქი მეუფე პეტრეს მიმართ რადიკალური ზომების მიღების წინააღმდეგია

რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, კათოლიკოს-პატრიარქი წინააღმდეგია მეუფე პეტრეს მიმართ რადიკალური ზომების მიღებისა, მაგრამ არსებობს სხვა აზრიც და იმედი მაქვს, რომ ჯერჯერობით პატრიარქი იმდენად მყარად დგას, რომ შეუძლია თავისი პოზიცია დაიცვას კიდევაც, მე ვიზიარება კათოლიკოს-პატრიარქის პოზიციას ამ მხრივ, –  ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საკათედრო ტაძარში გვიან ღამით სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა და გამოეხმაურა ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებს.

მისი შეფასებით, არსებული პრობლემები შეიძლება კიდევ უფრო გამძაფრდეს . მისივე თქმით,აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა ეკლესიის წიაღში უნდა მოხდეს.

,,ასეთი დაპირისპირებებით, რომ პრობლემები არ წყდება თქვენ მოგეხსენებათ . პრობლემები შეიძლება კიდევ უნდა გამძაფრდეს და კიდევ უფრო მწვავე ხასიათი მიიღოს. მე იმედი მაქვს და მჯერა იქ მოხდება ამ საკითხებზე მსჯელობა და ჩაწყნარება, სადაც რეალურად უნდა მოინახოს ამისი გზები და ქუჩაში ეს არ ხდება, ეს უნდა მოხდეს ეკლესიის წიაღში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა კათოლიკოს პატრიარქი წინააღმდეგია მეუფე პეტრეს მიმართ რადიკალური ზომების მიღებისა, პრინციპულად, მაგრამ არსებობს სხვა აზრიც და იმედი მაქვს, რომ ჯერჯერობით პატრიარქი იმდენად მყარად დგას, რომ შეუძლია თავისი პოზიცია დაიცვას კიდევაც, მე ვიზიარება კათოლიკოს-პატრიარქის პოზიციას ამ მხრივ ,“- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველმა, კითხვაზე, უნდა ჩაერიოს თუ არა საპატრიარქო, მიტროპოლიტმა აღნიშნა, ჩარეული არ არის, აბა რა არის? მე რამდენადაც ვიცი, ტელევიზიით მოვისმინე, რაღაც განცხადებები კეთდება ხოლმე და დეტალებში მე არ ვიცი.

მეფე გრიგოლის თქმით, ის რაც ჭყონდიდის ეპქრქიაში ხდება მთელი ერის წუხილია.

„რა თქმა უნდა სამწუხაროა ის რაც მოხდა და კარგი იყო არ მომხდარიყო , ეს ჩემი კი არა, მთელი საქართველოს წუხილი არის. ვისურვებდი, რომ ასეთი რამ ნაკლებად იყოს, ან საერთოდ არ იყოს . მეტი ურთიერთგაგება იყოს ჩვენს შორის, ადამიანებს შორის, ქრისტიანებს შორის. იმედი მაქვს,  რომ მაინც უნდა დალაგდეს მდგომარეობა, თუმც რა თქმა უნდა ეს ჩვენს გარეშე არ მოხდება,“- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!