TaoNews.Ge

“იძულებული ვიქნები, ბუნდესტაგს მივწერო წერილი, რომ გერმანიის ელჩს უფრო ეგზოტიკური ქვეყანა შეურჩიონ სამუშაოდ”

“იძულებული ვიქნები, ბუნდესტაგს მივწერო წერილი, რომ გერმანიის ელჩს უფრო ეგზოტიკური ქვეყანა შეურჩიონ სამუშაოდ”

„მოლაპარაკებებში მალე ჩაერთვება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური წარმომადგენელი და ევროპაც დარჩება. მოდი, ახლა ობიექტურად ვთქვათ, ევროპა მაინც კონფედერაციული ფენომენია, იქ დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან მონაწილეები. დამოუკიდებელ სახელმწიფოებს თავისი ხედვა, თავისი პოლიტიკა, სტრატეგია აქვთ, იგივე საფრანგეთსა და გერმანიას არ უნდათ, რუსეთთან ურთიერთობა გააფუჭონ. მეტსაც გეტყვით, გერმანიის ელჩი, რომელიც აქ არის, გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატად და მე ალბათ ახლა იძულებული ვიქნები, ბუნდესტაგს მივწერო წერილი, რომ ამ ბატონს უფრო ეგზოტიკური ქვეყანა შეურჩიონ სამუშაოდ, რადგან ეს მეტისმეტია. გუშინ, „უცნობია“ თუ „გრეჩიხა“, იმასთან მჯდარა გადაცემაში, გვაგინა და გვლანძღა. ეს უკვე ელჩის ფორმატიდან სრული ამოვარდნაა“, – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!