TaoNews.Ge

ვლადიმერ პუტინი 22 მარტს,რუსული ვაქცინით აიცრება 

ის, რაც ხდება, არის იძულებითი ზომა. უბრალოდ არ დატოვეს სხვაგვარად მოქმედების არანაირი შანსი – ვლადიმერ პუტინი

რუსეთი რჩება მსოფლიოს ეკონომიკის ნაწილი და ჩვენ არ ვაპირებთ, დავაზარალოთ სისტემა, რომლის ნაწილადაც ვგრძნობთ თავს. არ ვაპირებთ, ზარალი მივაყენოთ მსოფლიო სისტემას, რომელშიც თავად ვიმყოფებით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მსხვილ ბიზნესთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „პარტნიორებმა ეს უნდა გაიგონ და ამ სისტემიდან მათი გაძევების ამოცანა არ უნდა დააყენონ“.

„ის, რაც ხდება, არის იძულებითი ზომა. უბრალოდ არ დატოვეს სხვაგვარად მოქმედების არანაირი შანსი. უსაფრთხოების სფეროში რისკები შექმნეს ისეთი, რომ სხვა საშუალებებით რეაგირება შეუძლებელი იყო, ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო. სიმართლე გითხრათ, გაკვირვებულიც ვარ, მილიმეტრითაც კი არ დავძრულვართ არც ერთ საკითხზე. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, ეს იძულებითი ზომები იყო, რადგან, შეეძლოთ, შეექმნათ ისეთი რისკები, რომ გაურკვეველი იქნებოდა ისიც კი, როგორ იარსებებდა ჩვენი ქვეყანა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, როგორ მსოფლიოში ვცხოვრობთ და ვემზადებოდით იმისთვის, რაც ახლა ხდება, მათ შორის სასანქციო პოლიტიკის გამკაცრებისთვის. ამის მიუხედავად, რუსეთი რჩება მსოფლიოს ეკონომიკის ნაწილი და ჩვენ არ ვაპირებთ, დავაზარალოთ სისტემა, რომლის ნაწილადაც ვგრძნობთ თავს. ჩვენ არ ვაპირებთ, ზარალი მივაყენოთ მსოფლიო სისტემას, რომელშიც ჩვენ თავად ვიმყოფებით. ვფიქრობ, ჩვენმა პარტნიორებმა ეს უნდა გაიგონ და არ დააყენონ ამოცანად ამ სისტემიდან ჩვენი გაძევება. ამის მიუხედავად, პოლიტიკური თვალსაზრისით, შეზღუდვები იქნება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მან ასევე მოუწოდა ბიზნესმენებს, მოეკიდონ გაგებით არსებულ მდგმარეობას და სოლიდარულად იმუშაონ მთავრობასთან ეკონომიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტების მოსაძებნად.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!