TaoNews.Ge

,,მედიის განვითარების ფონდის’’ ქმედებები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს-ნიკოლოზ მჟავანაძე

,,მედიის განვითარების ფონდის’’ ქმედებები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს-ნიკოლოზ მჟავანაძე

,,საქართველოში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, როგორც ქვეყნის შიდა ასევე საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებით. მიუხედავად ამისა, 21- ე საუკუნეში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედიის განვითარების ფონდის’’ პორტალმა ,,მითების დეტექტორმა’’ რომლის ხელმძღვანელია თამარ კინწურაშვილი, დაიწყო იმ მედია საშუალებებისთვის პრობლემების შექმნა, რომელიც მისთვის მიუღებელია.

საინფორმაციო სააგენტო Taonews.ge  რომელიც თავისი ვებგვერდის გარდა, Facebook  გვერდითაც ავცრცელებს ინფორმაციებს, „მითების დეტექტორმა“, რომელსაც, ჩვენი ინფორმაციით  აქვს ხელშეკრულება დადებული Facebook-თან, გარკვეული ანგარიშების შემდგომ ახდენს საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციების ხელის შემშლელი მექანიზმების ამოქმედებას. ამ წუთას ჩვენს გვერდს „მითების დეტექტორის“ ცენზურის შედეგად დაუწესდა  ინფორმაციის გავრცელების შეძღუდვა. იმის გამო, თითქოს ჩვენ რამდენჯერმე არასწორი ინფორმაცია გავავრცელეთ, რაც სრული აბსურდია.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუკი  არასწორი ინფორმაციის გავრცელების შედეგად ილახება პირის პატივი და ღირსება, პირს მინიჭებული აქვს უფლება სასამართლოს გზით დაავალდებულოს ინფორმაციის გამავრცელებელ ორგანოს ამ ცნობების უარყოფა ან სხვა სანქციები დაუწესოს.

მაშინ, ვინ მისცა უფლება „მითების დეტექტორს“ დაარღვიოს საქართველოს კანონები და შეუზღუდოს მედია საშუალებებს ინფორმაციის გავრცელების უფლება და ხელყოს სიტყვის თავისუფლება.

ის რასაც ,,მედიის განვითარების ფონდის’’ პორტალი ,,მითების დეტექტორი’’ აკეთებს შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, არღვევს სისხლის სამართლოს კოდექსის 153-ე მუხლს -სიტყვის თავისუფლების ხელყოფა.

მუხლი 153. სიტყვის თავისუფლების ხელყოფა 

სიტყვის თავისუფლების ანდა ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანდა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

გთხოვთ, მიიღოთ შესაბამისი ზომები, რადგან როგორც ავღნიშნეთ, „ მითების დეტექტორის“ ქმედებებში შეინიშნება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.”-წერია იმ განცხადებაში რომელიც დღეს საინფორმაციო სააგენტო ..ტაონიუსის” გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ მჟავანაძემ შეიტანა საქართველოს მთავარ პროლურატურაში

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!