TaoNews.Ge

ისრაელში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის დროს ათობით ადამიანი დაიღუპა

ისრაელში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის დროს ათობით ადამიანი დაიღუპა

სრაელში, ერთ-ერთი რელიგიური ფესტივალის დროს მომხდარი ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით,40-ზე მეტის მდგომარეობა კრიტიკულია.

გარდაცვლილების ზუსტი რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 44 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უბედური შემთხვევა ნაგებობის ჩამონგრევამ გამოიწვია, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჭყლეტა მოხდა.

ხელისუფლებამ, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო, მხოლოდ 10 000 ადამიანის შეკრების ნებართვა გასცა, თუმცა, შეკრებილთა რაოდენობა ბევრად მეტი იყო.

​ლაგ ბა-ომერი უძველესი ყოველწლიური რელიგიური დღესასწაულია და რაბი შიმონ ბარ იოხაის ხსენებას უკავშირდება. ლაგ-ბაომერი საზეიმო დღესასწაულია, ამ დღეს ლოცვაში, სიმღერასა და ცეკვაში ატარებენ

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!