TaoNews.Ge

13.05.2021 / 12:24

ისრაელის პრემიერ-მინისტრი – “ეს ანარქიაა…ვხედავთ არაბ მეამბოხეებს, რომლებიც წვავენ სინაგოგებს, აშავებენ მშვიდობიან და უდანაშაულო მოქალაქეებს” 

ისრაელის პრემიერ-მინისტრი – “ეს ანარქიაა…ვხედავთ არაბ მეამბოხეებს, რომლებიც წვავენ სინაგოგებს, აშავებენ მშვიდობიან და უდანაშაულო მოქალაქეებს” 

ისრაელის ქალაქებში კვლავ განგაშის სიგნალის ხმა ისმის. იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი უკვე 70-ს აჭარბებს. აქედან 7 ებრაელია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის, რაც ისრაელში ხდება ანარქიაა.

“ისრაელის მოქალაქეებო, მიუღებელია, რაც ჩვენი ქვეყნის ქალაქებში ხდება ბოლო დღეების განმავლობაში. ვხედავთ არაბ მეამბოხეებს, რომლებიც წვავენ სინაგოგებს, ავტომობილებს, უპირისპირდებიან პოლიციელებს, აშავებენ მშვიდობიან და უდანაშაულო მოქალაქეებს. ეს ანარქიაა. ვერაფერი გაამართლებს არაბების მიერ ებრაელების ან ებრაელების მიერ არაბების ლინჩის წესით გასამართლებას. ეს ჩვენთვის მიუღებელია,”- აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ღაზაში დამბობლია პოლიციის შენობები. იერიშების შედეგად მოკლულია ჰამასის რამდენიმე მეთაურიც. არ არის გამორიცხული ისრაელმა ღაზას სექტორზე სახმელეთო იერიშიც დაიწყოს.

გადაწყვეტილება ქვეყნის თავდაცვის უწყებამ დღეს უნდა მიიღოს. პარალელურად არეულობები გრძელდება ისრაელის ქალაქებში, სადაც ადგილობრივი არაბები პალესტინელების მხარდასაჭერად გამოდიან. დაშავებულია ასობით ადამიანი. ისრაელის პოლიციამ 400-მდე პირი დააკავა.

კომენდანტის საათი მოქმედებს ქალაქ ლოდში. კონფლიქტის ორივე მხარესთან შესახვედრად ახლო აღმოსავლეთში სპეციალურ წარმომადგენელს აგზავნის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი.

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

“დეგრადირებული საპატრიარქოს დამცველები ხართ ნაგავი და მონური სულის საცოდავი პრიმიტივები”-დეკანოზი ილია ჭიღლაძე
კოპირება აკრძალულია!